20 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
160 მილიონი ლარი პიარში - მმართველი გუნდის მიერ საკუთარ რეკლამაში დახარჯულმა თანხამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

160 მილიონი ლარი ხელისუფლების პიარში - მმართველმა გუნდმა საკუთარ რეკლამაში 5 წლის განმავლობაში სწორედ ეს თანხა დახარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, ხელისუფლება 2013 წლიდან საკუთარ პიარში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს.

რეკორდულ მაჩვენებელს კი პიარდანახარჯებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიაღწია, როცა „ქართული ოცნების“ პიარისთვის 43 მილიონი დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე აცხადებს,  რომ ყველაზე დიდი დანახარჯი მთავრობის ადმინისტრაციას აქვს.

„2013 წლიდან 2017 ოქტომბრის ჩათვლით, როდესაც დავიწყეთ ჩვენ კვლევა, სრულად როგორც ხელფასებში, პიარ და სარეკლამო ხარჯებში, 160 მილიონამდე ლარი არის დახარჯულიო. ცალკე არის გამოსაყოფი ხელფასების კომპონენტი, რომელიც არის 61 მილიონ ლარზე მეტი და აქედან 12 მილიონ ლარზე მეტი არის, ანუ 122 ადმინისტრაციული ორგანოდან ჩემპიონი არის ერთი ანუ 121 აქვს დახარჯული 49 მილიონამდე და 12 მილიონ ლარზე მეტი მთავრობის ადმინისტრაციას. მთელ ხელფასებს თუ გავითვალისწინებთ, პროცენტულად 20 პროცენტამდე ადის მარტო მთავრობის ადმინისტრაციის, ხოლო რაც შეეხება სარეკლამო, პიარ ხარჯებში, ეს არის 100 მილიონამდე ლარი, რომელიც ამ პერიოდში არის დახარჯული მთავრობის მიერ,“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

დღის ამბები