„ისინი ცდილობენ, რომ ჩაშალონ კომისიის სხდომა, აურზაური შემოიტანონ, პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიტანონ და ასევე, პირდაპირ ხელი დააფარონ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი საზოგადოების თვალწინ პირდაპირ ავლენენ კანონდარღვევებს ამ გამოძიებაში,“ - ეს განცხადება, ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ დაკავშირებით გააკეთა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები ცდილობენ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში, კანონის დარღვევით, კითხავდნენ არასრულწლოვნებს, ხელი დააფარონ.
„ისინი ცდილობენ, რომ ჩაშალონ კომისიის სხდომა, აურზაური შემოიტანონ, პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიტანონ და ასევე, პირდაპირ ხელი დააფარონ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი საზოგადოების თვალწინ პირდაპირ ავლენენ კანონდარღვევებს ამ გამოძიებაში. სამწუხაროა ეს პროცესისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა არის არა პოლიტიკური ჭიდაობა ამ კომისიაში, არამედ სიმართლის დადგენა და ამას ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის. თუმცა, მეორე მხრივ, ესეც არის ლოგიკური, იმიტომ, რომ ეს „ქართული ოცნების“, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილის პოზიციას ავლენს, რომლებიც ამ კომისიაში ხელის შესაშლელად და ხელის დასაფარებლად და არა სიმართლის დასადგენად არის შემოსული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.