"ივანიშვილმა აჭარა უკიდურესად სახიფათო, წარუმატებელი სახელისუფლებო ექსპერიმენტების პოლიგონად აქცია!"- ამ განცხადებას, პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანი აკეთებს.
ახვლედიანი აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, თორნიკე რიჟვაძის წარდგენას ეხმაურება. არმაზ ახვლედიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ ნაბიჯით ცხადყო საკუთარი არაკომპეტენტურობაც და ისიც, რომ მის ხელში ქვეყნის განვითარება გამოუვალ ჩიხში შევა.
მისივე შეფასებით, მეექვსე წელია, აჭარის რეგიონში რეგიონული დემოკრატიის მნიშვნელობის არმცოდნე, მხოლოდ ვიწრო პარტიულ და საკუთარ ბიზნეს ინტერესებზე ორიენტირებული, კორუმპირებული
მმართველობაა.
"ივანიშვილმა აჭარა უკიდურესად სახიფათო, წარუმატებელი სახელისუფლებო ექსპერიმენტების პოლიგონად აქცია! მეექვსე წელია, რეგიონში უღიმღამო, ცენტრის ბრმად მორჩილი,
არაკომპეტენტური, კუთხის სპეციფიკისა და რეგიონული დემოკრატიის მნიშვნელობის არმცოდნე, მხოლოდ ვიწრო პარტიულ და საკუთარ ბიზნეს ინტერესებზე ორიენტირებული, კორუმპირებული მმართველობაა!
რიჟვაძის დანიშვნაც, ამ დანაშაულებრივი პროცესის ნაწილია!გადაწყვეტილების მიმღებთ არად ადარდებთ აჭარა და აქაური საზოგადოება, მათთვის აღარაფერს ნიშნავს საერთო ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესი!
ბახტაძემ ამ ნაბიჯით ცხადყო საკუთარი არაკომპეტენტურობაც და ისიც, რომ მის ხელში ქვეყნის განვითარება გამოუვალ ჩიხში შევა!,"-ცხადებს ახვლედნიანი.
"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი პოლიტიკურ ძალებსაც მიმართავს.
"მოვუწოდებ ყველას, ვინც აცნობიერებს "ოცნების" დამღუპველი პოლიტიკის არსს, გავერთიანდეთ და დემოკრატიული გზით დავასრულოთ ივანიშვილის დანაშაულებივი ექსპერიმენტები!,"-აცხადებს "დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი.