20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
არასრულწლოვნების მკვლელობა - საგამოძიებო კომისიის სხდომა ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა 

ხმაური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების გამოკითხვის დროს, ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, ხელისუფლებას და საგამოძიებო უწყებებს მათ შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ და კომისიის სხდომების ჩაშლას ცდილობენ.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ კომისიაზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ სერგი კაპანაძეს მოუწოდა, რომ კომისიის წევრებს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცეს.

კომისიის თავჯდომარე არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა ანრი ოხანაშვილმა.  

ამ წუთებში კი სხდომა უკვე პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორების გამოკითხვით გრძელდება. 

დღის ამბები