„ჩვენი ინტერესი იყო, გაგვერკვია, ხომ არ იცოდა 51-ე სკოლის მანდატურმა საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ - ოხანაშვილი,“- ეს განცხადება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
კომისიის წევრებს 51-ე სკოლის დირექტორსა და მოადგილესთან შეკითხვები აქვთ.
დეპუტატების მთავარი შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს და სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა.
„ქართული ოცნების“ წევრმა სკოლის ადმინისტრაციისგან მიღებული იფნორმაცია მედიასთან გააჟღერა.
"სკოლის ადმინისტრაციას, როგორც თვითონ გვითხრეს, წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, მოხდა თუ არა ინციდენტი ამ ტრაგედიამდე, თუმცა მაშინ დირექტორის მოვალეობას ვინც ასრულებდა, გვითხრა, რომ შენიშნა უცხო ბიჭები, თუ8მაც ეს შენიშნა გარეთ, სადაც, ლოგიკურად, ბევრიო ადამიანი გადაადგილდება, საეჭვო რაიმე არ შეუნიშნავს, თუმცა მაინც დაავალა მანდატურს, რომ გაერკვია თუ ვინ იყვნენ ეს ბიჭები. ჩვენი ინტერესი იყო, გაგვერკვია, ხომ არ იცოდა მანდატურმა საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ, თუ იცოდა, რა რეაგირება მოახდინა. ჩვენი მთავარი საკითხი იყო, გაგვერკვია, ხომ არ იყო ადმინისტრაცია წინასწარ ინფორმირებული, რომ მოხდა რაღაც ინციდენტი და ამაზე მოხდა თუ არა რეაგირება, ეს იყო გასარკვევი. ჩვენი გავიგეთ, რომ მანდატურმა მიიყვანა ორი მონაწილე პირი, რომელიც შემდგომშიც მონაწილეობენ ამ ტრაგიკულ შემთხვევაში, გაკვეთილების დროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან და უთხრა, რომ გარეთ იყვნენ და არ შედიოდნენ კლასში. სხვა დამატებითი ინციდენტის შესახებ მანდატურის მხრიდან არ ყოფილა ნათქვამი ამ ადამიანთან,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.