17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
სუს-ის გეგმა: აფეთქება ან დაკავება - მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალური ინტერვიუ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ მას კონსპირაციულ ბინაში შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთავაზობდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას სუს-ის აგენტ-პროვოკატორები შეხვდნენ და უთხრეს, რომ თუ საიდუმლო ბინაში მისვლას დათანხმდებოდა, გახარია უამბობდა ყველაფერს, რაც კი მისი შვილის მკვლელობის შესახებ არ იცოდა.

მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ბინაში სადაც ის უნდა მისულიყო ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის უნდა აეფეთქებინათ და ეთქვათ, რომ ეს თავად გააკეთა. მეორე ვერსიით, კი ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ.

„სუს-ი აპირებდა გარკვეულ ადგილზე მივეყვანე. იქაც მოხდებოდა რაღაცის გამოყენება, ან ამიყვანდნენ ან ვითომ ასაფეთქებლად მოსულს ლიკვიდაციას გამიკეთებდნენ. დღეს რასაც სუს-ი ჩადის, ნაძირლობასა და არაადამიანობას, თავიანთი მიზნების გულისთვის, თავიანთი ტყავის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერზე მიდიან. რატომ მოკლეს, რისთვის მოკლეს, ამაზე გამცენ პასუხი. დღეს, თემირლანის მკვდარ სულში ჩძრომას და იქ ქექვას დაანებონ თავი, რა მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ შემოვარდნენ და მძინარე ბავშვი საწოლში ჩახვრიტეს, რის საფუძველზე. ჩემთვის უფრო რთულია ამ ტერორიზმში დადანაშაულება, ვიდრე თემირლანის სიკვდილი. მე ამას შევეგუე, მაგრამ ღმერთი არის და არსებობს, ყველაფერი თავის სათქმელს იტყვის,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები