20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
მესტიაში მძიმე ვითარების დარეგულირების მიზნით, პრეზიდენტრმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა

მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება დღის ბოლოს გამოსცა. მასში ნათქვამია:

"საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა."

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები. 

დღის ამბები