20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედია - საგამოძიებო კომისიამ 51-ე სკოლის და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები გამოკითხა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ოთხშაბათს განაახლებს. გამოიკითხებიან ექსპერტები. თუმცა მანამდე სამკაციანი ჯგუფები არასრულწლოვნებთან იმუშავებენ.

გუშინ კომისიამ 51-ე სკოლის დირექტორი და მოადგილე, ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოკითხა. იგეგმება მანდატურებთან გასაუბრებაც. სავარაუდოდ, მათთან საუბარი ასევე სამკაციანი ჯგუფების ფარგლებში მოხდება.

„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გარკვეული შემხებლობა აქვს ამ ტრაგედიასთან ჩვენ შევხვდებით და გამოვკითხავთ კომისიის მუშაობის ფარგლებში,“ - განაცხადა ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, შეხვედრის დროს, კომისიის წევრები დაინტერესდნენ ზოგადად სკოლაში არსებული სიტუაციით, არის თუ არა ბულინგი მოზარდებს შორის ან ფიქსირდებოდა თუ არა რაიმე დარღვევები იმ არასრულწლოვნების მხრიდან, რომლებიც ჩხუბში ფიგურირებდნენ.

დღის ამბები