25 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის წვლილს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი უწოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

დღის ამბები