25 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
ჰალო მექსიკაში - მეხიკოს ცაზე ოპტიკური ფენომენი გაჩნდა

მექსიკელები უნიკალური ბუნებრივი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. მეხიკოს ცაზე ოპტიკური ფენომენი გაჩნდა, რომელსაც მეცნიერები ჰალოს უწოდებენ. იშვიათი მოვლენის დროს მზის გარშემო რგოლი ჩნდება, რომელიც ცისარტყელას ჰგავს. ჰალო ტროპოსფეროში ე.წ. ბუმბულოვან ღრუბლებში ყინულოვანი კრისტალების გამო ჩნდება. 5-10 კმ სიმაღლეზე არეკლილი და გარდატეხილი ყინულოვანი კრისტალებით სინათლე სპექტრში იშლება, რაც ჰალოს ცისარტყელას ამსგავსებს. მეცნიერების განცხადებით, მექსიკის ცაზე წარმოქმნილი ჰალო ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

დღის ამბები