ინციდენტი ბათუმში ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის - რუსეთ-ხორვატიის თამაშის დროს, ანბანის კოშკთან შეკრებილმა გუნდების მხარდამჭერებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შელაპარაკება რუს და ქართველ ქალებს შორის მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა რუსი ქალის მიერ რუსეთის დროშის ფრიალმა გააღიზიანა.
მან საქართველოში ჩამოსულ ახალგაზრდა გოგონას მოუწოდა არ ეფრიალებინა დროშა იმ ქვეყანაში, რომლის ნაწილიც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა. საპასუხოდ კი რუსმა ტურისტებმა პოლიცია გამოიძახა. საქართველოში ჩამოსული ქალბატონი ამტკიცებს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.