17 იანვარი 2021,   10:18
ვრცლად
ბრიტანეთის სპეცსამსახურები "ნოვიჩოკით" მოწამვლის მეორე ფაქტს იძიებენ

ბრიტანეთის სპეცსამსახურები "ნოვიჩოკით" მოწამვლის მეორე ფაქტს იძიებენ. პოლიციის ინფორმაციით, ეიმსბერის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სოლსბერის კლინიკაში მოწამვლის მსგავსი სიმპტომების გამო გადაიყვანეს, სრულიად ჯანმრთელია.

ექიმებმა, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალებს მკურნალობდნენ, დაადგინეს, რომ პოლიციის ოფიცერს ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალი არ აღმოაჩნდა. პოლიციელი 30 ივნისს ეიმს-ბერიში მომხდარ ფაქტს იძიებდა, სადაც "ნოვიჩოკის" ზემოქმედებით ორი ადამიანი დაშავდა. მათ იმავე კლინიკაში მკურნალობენ, სადაც გრუს ყოფილი აგენტი და მისი შვილი იმყოფებოდნენ.

გამოძიების ვერსიით, სკრიპალებისგან განსხვავებით, ეიმს-ბერიში მოწამლული ხალხი მკვლელობის სამიზნეს არ წარმოადგენდა. ვარაუდობენ, რომ ისინი შემთხვევითი მსხვერპლი გახდნენ.

დღის ამბები