17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ავჭალაში, ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია

ავჭალაში, ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია.
სამართალდამცველებმა 21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი წაართვა.

გამოკითხვისას, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი, კიდევ ერთი მსგავსი დანაშაული აღიარა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები