20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირიდან მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ცვლილებები არ შეეხება იუსტიციის სამინისტროს -გაერთიანებულ უწყებას კვლავ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, თუმცა მინისტრთა სხვა შემადგენლობა ჯერ კიდევ უცნობია.

„გარკვეული გაერთიანებები იგეგმება, შემცირებები იგეგმება. იმიტომ, რომ მთავარი არის მობილურობა, მთავარი არის სისწრაფე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მგონია, რომ რეფორმები, რომელიც იქნა დაანონსებული პრემიერის მხრიდან, ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დრომდე არ კონკრეტდება თარიღი თუ როდის წარადგენს კაბინეტს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას კანონმდებლები კვირის ბოლოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.
„რამდენიმე დღეში, ვინაიდან შაბათს უკვე სხდომა დაინიშნა, კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე უნდა ვილაპარაკოთ. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება უმრავლესობის ფორმატში და პრემიერ-მინისტრთან გავივლით ჩვენ ამ თემებს და შაბათს უკვე მთავრობის ახალი შემადგენლობა გვეყოლება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია განახლებული მთავრობის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ოპტიმიზმის, რომ ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე სახელის და გვარის გადანაცვლება ამ გუნდში, მოიტანს განსხვავებულ შედეგს. ამიტომ ბუნებრივია, რომ „ევროპული საქართველო“ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

 

დღის ამბები