20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა - ოპოზიცია რეკრეაციული ზონების შემცირებაზე საუბრობს 

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მიწათსარგებლობის დოკუმენტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. 

"ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი პრეტენზიები რეკრეაციული ზონის შემცირებასა და საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გენგეგმის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვექნება ამ გენგეგმასთან დაკავშირებით, მათ შორის ორი კონკრეტული კითხვა, რომელიც რეკრეაციულ ტერიტორიებს ეხება. მათ შორის კონკრეტულ სკვერებს, რამდენიმე რომელიც წინა ვერსიაში იყო, ამ ვერსიაში აღარ არის. ასევე ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე საცობები და პარკირება არის ქალაქში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

მიწათსარგებლობის დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. თბილისის გენგეგმის განხილვა აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, პირველი იანვრიდან კი თბილისს განაშენიანების უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნება. ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერი პასუხობს.

„ნაციონალური მოძრაობა საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს. რომ კითხო რას ნიშნავს გენერალური გეგმა და რას უნდა წარმოადგენდეს, დარწმუნებული ვარ ვერც ერთი ვერ გეტყვის რაზეა საერთოდ საუბარი. გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დაეფუძნება ქალაქის გრძელვადიან განვითარებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები