20 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
„მოსახლეობას არავინ უსმენს" - ვარკეთილში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

ვარკეთილში მცხოვრები მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართეს, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ერთი თვით შეჩერდა.

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა მაღალსართულიან შენობებზე გათვალისწინებული არ არის, რის გამოც კომპანია "კავეგამ" მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

ვარკეთილის მოსახლეობის პრობლემა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოისმინა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ვარკეთილის მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. 

„მოსახლეობას არავინ უსმენს, მოსახლეობას არავინ არაფერს ეკითხება მათთან შეუთანხმებლად ხდება, რომ მათ ცხვირწინ კორპუსებს აშენებენ, სამაგიეროდ ჩვენ მზად ვართ, მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლოთ და დედაქალაქის მერიას ამ გადაწყვეტილებისგან ხელი ავაღებინოთ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები