20 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
„10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ - რეზოლუციის პროექტზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმსჯელებენ

„10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ - საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმსჯელებენ.

ტექსტს პირველ ეტაპზე პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტში განიხილავენ, მოგვიანებით კი ტექსტს პლენარულ სესიაზეც უყრიან კენჭს.

რუსეთის დელეგაციას საკითხის დაბლოკვის მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტი 17 პუნქტისგან შედგება. მასში დაგმობილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთს ევალება, რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

ასევე დოკუმენტი რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დღის წესრიგშია ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევა. ამ პოსტის დაკავებას მოქმედი პრეზიდენტი, გიგი წერეთელი კიდევ ერთხელ შეეცდება.

დღის ამბები