20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი - სერგი კაპანაძე

„თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თეა წულუკიანი ახალ, მცირე მთავრობაში მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. 

სერგი კაპანაძის თქმით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დარჩენას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და ამ პროცესში პრემიერი ბახტაძე მონაწილეობას არ მიიღებს.

„თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი, მაგრამ,  როგორც ჩანს, ეს არ არის ის შეფასების კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი, ის ხელმძღვანელობს პირადი ლოიალობით და მისადმი ერთგულებით, აქედან გამომდინარე, ის როგორც ჩათვლის საჭიროდ, ზუსტად ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და არანაირად გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა ბატონ ბახტაძეს, როგორც ჩანს, არ ექნება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„კურიერის“ ინფორმაციით, თეა წულუკიანი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობაში იქნება და იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები