20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
გაუგებარია, რას ედავებიან ან რატომ მოხდა, რომ სამ დღეში მოხდა ბრალის დამძიმება - ზვიად კუპრავას ადვოკატი

„გაუგებარია, რას ედავებიან ან რატომ მოხდა, რომ სამ დღეში მოხდა ბრალის დამძიმება,“ - ეს განცხადება, ზიად კუპრავას ადვოკატმა გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი დაუმძიმეს.

გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

ადვოკატის, ლევან დავითაიას განცხადებით, ბრალის ფორმულირებაში ისეთი ციტატებია, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია.

"ეროვნული დემოკრატიული" პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ზვიად კუპრავას მიმართ წაყენებულ ბრალდებას სამართალთან კავშირი არ აქვს და ქარდავას თქმით, აღნიშნული ქმედებით კუპრავას, როგორც აქტივისტის, დასჯა ხდება.

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები ზვიად კუპრავას საპროტესტო ტალღისგან ჩამოცილებას ემსახურება.

კუპრავას თქმით, მას ბრალი დაუმძიმეს, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, დღეს კი 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები