20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"გვაქვს ლიდერშიპი, ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ..."- ენძელა მაჭავარიანი

კამათი რეგლამენტთან დაკავშირებით - დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ  პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს მხოლოდ თბილისი და დედაქალაქში უნდა ტარდებოდეს სხდომები. მეორე საკითხი კი ეთიკის საბჭოა.

დეპუტატები დაობენ უნდა არსებობდეს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის საბჭო. კამათის საგანი გახდა  ფრაქციების უფლებები და მინისტრების დაბარების საკითხიც.

„დღეს გვაქვს ლიდერშიპი დავუშვათ ეს კომიტეტების ხელმძღვანელების, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. და დანარჩენი დეპუტატები, რომლებიც ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ ამ პარლამენტში... კრიტიკა ერთნაირად მოდის ყველაზე,“-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

 

 

 

დღის ამბები