16 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
"ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა" - მარნეულის მცხოვრებლები მოკლული სმიტების ოჯახზე საუბრობენ

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი მარნეულში სმიტების მეგობრებს გაუსაუბრა. რაიან და ლორა სმიტები, რომლებიც 4 წლის შვილთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს, საქართველოში საცხოვრებლად კალიფორნიიდან 2011 წელს გადმოვიდნენ. 2012 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს.

სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ, სადაც ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოც ჰქონდათ და საიდანაც ტრადიციულ აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ.

მეგობრები სმიტებს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება არჩიეს. 

„ 4-5 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მის მეუღლე ლოლას ძალიან კარგად ვიცნობდი, ჩვენ ბავშვები ერთდ იზრდებოდნენ. საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოუკიდებულება ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ. გაოცებული ვიყავი, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება აარჩიეს და მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს. მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგალითად, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის თავიანთი ხარჯების მოწყობას გეგმავდნენ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მარტო  ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის,“- განაცხადა სმიტების ოჯახის მეგობარმა, საბინა თალიბოვამ, რომელმაც კამერასთან ემოციის გამო, საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

 

დღის ამბები