02 იანვარი 2025,   20:36
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, რომ ფილმთან დაკავშირებით დააჩქარეს ეს პროცესი," - ზაზა სარალიძესა და საზმაუს ბორდს შორის შეხვედრა დასრულებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განმარტებებს აკეთებს საგამოძიებო რედაქციის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. საბჭოს ვერსიით ეს გადაწყვეტილება, ვერ იქნება კავშირში იმ ფილმთან, რომელიც ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ მომზადდა და ცოტა ხნის წინ მაუწყებლის ეთერშიც გავიდა, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ზაზა სარალიძე და თავად ამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორები. ზაზა სარალიძე თავად შეხვდა სამეურვეო საბჭოს წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ აზრი აღნიშნულთან მიმართებაში არ შეუცვლია.

„მე მაინც ვუკავშირებ ამ ფილმის მომზადებას და დაჩქარებული პროცესით წავიდა ეს წარმოება. თუ ასე არ არის მაშინ გაჩერებულიყვნენ რამდენიმე თვე მაინც, ასე ვთქვათ ცხელი წერტილი გადაივლიდა და შემდეგ ემსჯელათ ამ თემაზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მაინც, რომ ფილმთან დაკავშირებით დააჩქარეს ეს პროცესი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეხვედრის შემდეგ განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს ბორდის წევრებმა. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მან დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებით მიაწოდა ზაზა სარალიძეს ინფორმაცია და განუმარტა ისიც, რომ ამ ფილმის ეთერში გასვლასთან, საზოგადობრივი მაუწყებლის შემდგომი ნაბიჯები კავშირში არ არის.

„ზაზა სარალიძეს ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ ამ ფილმთან დაკავშირებით ხდებოდა ამ ჯგუფის შევიწროება. მე მაქსიმალურად დეტალურად ავუხსენი და მოვუყევი წინა ისტორია თუ რა უძღოდა ამ პრიორიტეტებს, რომ არანაირ კავშირში არ არის ეს პრიორიტეტები ამ ფილმის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით. ავუხსენი, რომ ეს არის პრიორიტეტების პროექტი და არა საბოლოო ვარიანტი,“-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფუტკარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები