20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ნატოს სამიტი - საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება

ქართული დელეგაცია ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ანკარიდან ჩავიდა.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილს არაერთი ორმხრივი შეხვედრა ექნება.

შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვის უნარიანობასა და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეკრებაშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები