20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ნატოს სამიტი ბრიუსელში - თბილისში საქართველოსთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებებს ელოდებიან 

ნატოს სამიტსა და საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ თბილისში.

„ქართულ ოცნებაში“ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პროგრესი აშკარაა და ამას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც აღიარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს საქართველოს ბევრი მიმართულებით. როგორც დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სისტემების განვითარების თვალსაზრისით. ამის აღიარება აუცილებლად მოხდება,“-ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ქვეყანაში არსებულ ვითარებას განსხვავებულად აღიქვამს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მაინც თვლიან, რომ საქართველომ დაიმსახურა ნატოში ინტეგრაცია.

„ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს რეგრესი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, არ არის გამორიცხული ბოლო პერიოდში განვითარებულმა შიდა მოვლენებმა - მათ შორის მთავრობის ხშირმა ცვლილებამ ეს პროცესი შეაფერხოს.

„სამიტამდე სულ მცირე ხნით ადრე მოხდა მთავრობის შეცვლა, რაც რა თქმა უნდა საქართველოს შანსებს, რომ მიიღოს  გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მოსალოდნელი სამწუხაროდ არ არის,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები