თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვს - საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.
პარტიის წევრთა აზრით, დედაქალაქის მერს უნდა აეკრძალოს ზონალური და კოეფიციენტის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
მათი მტკიცებით, ეს თბილისს ახალ ქაოტურ მშენებლობებს თავიდან ააცილებს.
„გენგეგმის მიღებამდე, მივიღოთ შესაბამის აქტებში ცვლილება, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ მაქსიმალურად შეიზღუდება და ცალკეულ შემთხვევებში საერთოდ აიკრძალება კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და ისეთი ზონალური შეთანხმების გაცემა, სადაც შესაძლებელი იქნება სამსართულიანი კორპუსის ნაცვლად აშენდეს 103 სართულიანი შენობები“- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე.