თურქეთის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი სიძე დანიშნა. ბერათ ალ-ბაირაქი მანამდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უძღვებოდა.
ახალი კაბინეტის წევრები, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ დაასახელა.
საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მევლუთ ჩავუშოღლუ იქნება. თავდაცვის სამინისტროს კი გენშტაბის ყოფილი უფროსი უხელმძღვანელებს.
ახალი მთავრობის შემადგენლობაში სულ 16 მინისტრი შევიდა, რაც წინა კაბინეტთან შედარებით 10-თ ნაკლებია. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად მთავრობა მთლიანად პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადის.