დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი ბრეტ კავანო დაასახელა. კავანო გარდა იმისა, რომ ჯორ ბუშის მრჩევლად მუშაობდა, წლების წინ იმ სპეც პროკურორის გუნდშიც იყო, რომელიც ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ურთიერთობების სკანდალს იძიებდა. მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
წარდგენისას დონალდ ტრამპმა რჩეული მოსამართლე შესანიშნავ იურისტად დაახასიათა და განაცხადა, რომ კანონის მიმართ ერთგულება მას არაერთხელ დაუმტკიცებია.