20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
საქართველო ნამდვილად კარგ პროგრესს განიცდის - სტოლტენბერგი

საქართველო უმაღლეს დონეზე ნატო-ს სამიტში პირველად იღებს მონაწილეობას - ამის შესახებ დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

სტოლტენბერგის თქმით, 12 ივლისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან.

ალიანსის გენერალურმა მდივანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს, რეფორმების, თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მადლიერი ვართ მის მიერ გაწეული დახმარებისთვის NATO-ს მისიებში, ავღანეთში. საქართველო ნამდვილად კარგ პროგრესს განიცდის. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოსთან დაკავშირებით "კურიერთან" კომენტარი გააკეთა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან. ის არის ჩვენი ძლიერი, განსაკუთრებული კატეგორიის პარტნიორი. გვექნება ცალკე შეხვედრა საქართველოს ლიდერებისა და სახელმწიფო მეთაურების მონაწილეობით, რომ განიხილონ, რა კეთდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა და ალიანსი. იმედი გვაქვს, რომ სხვა დროს, საქართველოს რეალურად ვნახავთ ნატო-ს შემადგენლობაში,“ - განაცხადა კეი ბეილი ჰათჩისონმა.

დღის ამბები