ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ექსპერტებს გამოკითხავენ. მათთან კანონმდებლებს საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები. არ არის გამორიცხული დაიგეგმოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც გამოკითხვაც. გუშინ კომისიის სამკაციანი ჯგუფი არასრულწლოვნებს შეხვდა, თუმცა მათი თქმით, მოზარდებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიიღეს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ არაერთის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭრილობებს მათ მიმართულებას, გამოყენებული იარაღების რაოდენობას,"-აცხადებს ოთო კახიძე.