“მნიშვნელოვანი მომენტი ნატოსთვის” - დავით ბაქრაძის წერილს ამ სათაურით “ვაშინგტონ თაიმსი” აქვეყნებს.
შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი წერს, რომ საქართველო, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ პატარა ქვეყნებს გააძლიერონ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
წერილის ავტორი რუსეთის მიერ საქართველო ტერიტორიების ოკუპაციასა და მოსკოვის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ალიანსის ეფექტური მუშაობა.
“ნატოს სამიტზე გადამწყვეტია იმის აღიარება, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება პირდაპირი გზაა ნატოში გაწევრიანებისკენ,”- წერს დავით ბაქრაძე.