საქართველოს პრემიერი ახალი მთავრობის წარსადგენად ემზადება.
პარლამენტში განახლებული კაბინეტის წარდგენის უფლებამოსილება მთავრობას მას შემდეგ ექნება, რაც პრეზიდენტი სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტთა პაკეტს ხელს მოაწერს და ძალაში შევა.
უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია და ცვლილებას ფასადურს უწოდებს. მათი შეფასებით, არსებულ ვითარებაში პერსონალიებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში პერსონალიებს მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს, რომ არ იცვლება ძალოვანთა გუნდი, რაც შეეხება პრემიერს არანაირი საფუძველი არ არის ვიფიქროთ, რომ ის იქნება წარმატებული პრემიერი,“ -აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.
„ნაციონალური მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ იცვლებიან მხოლოდ მარიონეტები და რეალურად მმართველ გუნდში ცვლილებები არ ხდება.
„ჩვენ არაერთი მსგავსი ფაქტი გვინახავს, როდესაც მარიონეტები იცვლებიან, მაგრამ რეალურად სახელმწიფო პოლიტიკა არ იცვლება. ივანიშვილი საკადრო რესურსს ეძებს რუსეთში, ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოში ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს ქვეყნის განვითარების არცერთი დემოკრატიული პერსპექტივა,“- ამბობს კოტე იოსელიანი.