20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
„საქართველო მზად არის, როგორც სახელმწიფო, რომ გახდეს ნატოს წევრი,"- ოპოზიციის განცხადებები ნატოს სამიტის წინ

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება. ნატოს წევრ ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი. საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, პირველად შეხვედრაზე ქართული მხარე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ, მოკავშირეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს სამიტის ფარგლებში ცალკე განცხადებას გაკეთდება.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა უკვე ხვალ შედგება. შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაა. ქართული მხარე სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას კონკრეტული წინადადების წარდგენას აპირებს. ქართულ დელეგაციასთან ერთად ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ქართული დელეგაცია ასევე იმედოვნებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში აქტიურად იქნება ჩართული.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტს  დღეს სამი შეხვედრა ექნება. სამიტზე ელოდებიან აშშ-ს პრეზიდენტსა და მის განცხადებებს.

ნატოს სამიტს აფასებენ  ოპოზიციური პარტიები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის თქმით,  საქართველო უკვე იმსახურებს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მიუხედავად ქვეყნიოს სათავეში არსებული ხელისუფელბისა.

„საქართველო მზად არის, როგორც სახელმწიფო, რომ გახდეს ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რამდენად კრიტიკულები ვართ ჩვენ ამ ხელისუფლებისადმი. ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებული იქნება რა სამუშაოები განახორციელა საქართველოს მთავრობამ და რამდენად ეფექტიანად გამოიყენა ის ბერკეტები, ის პოზიციები და ის არგუმენტები, რაც აქვს საქართველოს,“- აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ბოკერია კი, თვლის, რომ საქართველოს სჭირდება ეფექტური და მოტივირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, ასევე აღნიშნავს, რომ ვითარება ბევრად უკეთესია საერთაშორისო ასპარესზე, ვიდრე რუსეთ- უკრაინის აგრესიამდე.

„პროგრამა მინიმუმი ბუქარესტის სამიტის გზავნილის შენარჩუნება და ამით ბედნიერი საქართველო ვერ იქნება, თუმცა აუცილებელია ამის მიღწევა, ვარშავის სამიტზე გადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონცეფციის მიმართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და პერსპექტიულია,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები