20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
წინასაარჩევნო ზავი - ენმ და "ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიან სტრატეგიაზე თანხმდებიან

სამპუნქტიანი შეთანხმება ბრიუსელში ყოფილმა თანაგუნდელებმა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის - ჯოზეფ დოულის შუამდგომლობით გააფორმეს. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით პირობას დებენ, რომ წინასაარჩევნოდ ერთმანეთის ნაცვლად, ხელისუფლებას გააკრიტიკებენ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

ევროპის უმსხვილესი პარტია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებს, რაც მემორანდუმში ასახულია.

შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება უნდა გახდეს.

„ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებულებია არიან, რომ თუ ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარ ამომრჩეველს გაააქტიურებს, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში არ დასრულდება და ოპოზიციას ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება მეორე ტურში მოუწევს.

საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის მხარდასაჭერად, არასაპარალამენტო ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ემზადება. „თავისუფალი დემოკრატებმა“ ღიად განაცხადეს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს პროდასავლურ კანდიდატს აუცილებლად დაუჭერენ.

პარტიების ნაწილი მეორე ტურის შესაძლებლობას გამორიცხავს, ნაწილი კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული და პარტიაში დარჩენილი წევრების მხარდაჭერას არ აპირებს.

მემორანდუმის დეტალებზე საუბარი არ სურს ხელისუფლებას საუბარი არ სურს. „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შეთანხმება რეალობას არ ცვლის და ნაციონალური მოძრაობის ორი დანაყოფი წინასაარჩევნოდ ისევ გაერთიანდა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, სამი თვე დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები