20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
უმჯობესი იქნებოდა, თუ პრემიერი მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტიდან შეარჩევდა - ნუკრი ქანთარია

მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში ოფიციალურად დღეს გაიგზავნება. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომის თარიღი უნდა შეათანხმონ.

მთავრობის შემადგენლობა პრემიერმა დღეს ახალ სახეებთან ერთად წარადგინა. მამუკა ბახტაძის რჩეულები ეკონომიკური ბლოკის მინისტრები არიან, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა სფეროში მუშაობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მთავრობის შემადგენლობაში ახალ სახეებს არ იცნობს და აცხადებენ, რომ მათ შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მცირე მთავრობის შემადგენლობაში პარლამენტარებიც მოხვდებოდნენ.

„მიმაჩნია, რომ საერთოდ, ჯობია ხოლმე, რომ როდესაც არის გარკვეული ცვლილებები, მოინახოს პარლამენტში და არის ასეთი ხალხი, რომელსაც შეეძლებოდა, დავუშვათ, იგივე საგარეო ფრთა იქნებოდა, ალბათ, შეიძლებოდა, რომ უფრო პოლიტიკური გარკვეული გამოცდილების, ორწლიანი თუ რაც არის, მაგრამ მაინც ფიგურირებენ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მინისტრობის კანდიდატები თავიანთი მიმართულებით კვალიფიციურები არიან, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკაშიც ასევე წარმატებულები იყვნენ.

სამთავრობო ცვლილებებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.

დღის ამბები