20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
"მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე" - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში  გამართული შეხვედრები შეაფასა. 

დავით ზალკალიანის თქმით, მიღებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ხაზგასმულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მინისტრის თქმით, უპრეცენდენტო ფაქტია, რომ დეკლარაცია სახელმწიფო მეთაურების დონეზე იქნა მიღებული.

„საქართველო - ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი.

არის მოწოდება, რომ  რუსეთის ფედერაციამ დაუყონებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ტერიტორიიდან.

კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი,”-განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები