20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
როგორ აპირებთ, დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ ნატოს კარი კვლავ ღიაა საქართველოსთვის - "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლის კითხვას პრეზიდენტმა უპასუხა

რუსული პროპაგანდა საქართველოში - ბრიუსელში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლის კითხვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდას შეეხებოდა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ნაკაშიძის კითხვა რუსული პროპაგანდის შედეგად ინფორმაციის ისე გავრცელებას შეეხო, როდესაც საქართველოს ნატო-ში სწრაფვის მიუხედავად, ალიანსში გაწევრიანების ცოტას სჯერა.

„ჩემი შეკითხვა რუსულ პროპაგანდას ეხება, რომელიც ნერგავს აზრს, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ნატო-ს სტანდარტებს, ალიანსში არ მიგვიღებენ. ბატონო პრეზიდენტო, როგორ აპირებთ, რომ დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ ნატოს კარი კვლავ ღიაა საქართველოსთვის,“ - მიმართა კითხვით ნინო ნაკაშიძემ გიორგი მარგველაშვილს.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს, დაარწმუნოს სკეპტიკოსები, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი კვლავ ღიაა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი არგუმენტი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ. გვაქვს შესანიშნავი მაგალითი, ჩვენი მეგობრები დღეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრები არიან. მათაც გრძელი გზა გაიარეს, მაგრამ არ დაუკარგავთ მოთმინება. მათ არ ჰყავდათ იმდენი მხარდამჭერი ნატო-ში, რამდენიც დღეს საქართველოს ჰყავს. მათ სურთ, რომ ჩვენი ქვეყნა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნინო ნაკაშიძემ პრეზიდენტს თავისუფალი სიტყვის და მედიაპლურალიზმის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დისკუსიაში მონაწილეებს შეახსენა, რომ „რუსთავი 2“ მთავრობის მხრიდან დიდი ხანია ზეწოლას განიცდის, სტრასბურგის სასამართლომ კი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი შეაჩერა.

დღის ამბები