20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის რიგით მეექვსე ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ ისევ შალვა ნათელაშვილი აირჩიეს

"ლეიბორისტული" პარტიის რიგით მეექვსე ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ ისევ შალვა ნათელაშვილი აირჩიეს. დღევანდელ შეხვედრაზე, პარტიის წევრებმა და დელეგატებმა, სპეციალური რეზოლუციაც მიიღეს, რომლის მიხედვით, "ლეიბორისტული" პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ივანიშვილ-წულუკიანის დუეტმა გათვალა თავიანთი მოკლე ჭკუით იმ პერსპექტივაზე, რომ ხელს შეგვიშლიდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც მოჰყვება მათი უფრო მალე დასრულება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს „ლეიბორისტული“ პარტიის პოლიტიკური მდივანმა გიორგი გუგავამ.

„პარტია გადადის ბრძოლის ახალ ეტაპზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ერთობლივად, საზოგადოებასთან ერთად, მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ნამდვილ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რათა ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები