20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"თბილისში რომ დავბრუნდები მერე ვისაუბროთ" - მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 

„რას უნდა ვფიქრობდე ამ მემორანდუმთან დაკავშირებით, არაფერი პოზიცია მაქვს. არ ვარ კვალიფიციური ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად,“- ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატისთვის მხარდაჭერას გულისხმობს.

გიორგი მარგველაშვილმა მემორანდუმის შეფასება არ ისურვა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი თავს იკავებს პასუხისგან, დააყენებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას.

„ამაზე თბილისში რომ დავბრუნდები, მერე ვისაუბროთ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები