20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
NATO-ს სამიტი - ოპოზიცია სრულ კრახზე საუბრობს, ხელისუფლება კი შედეგებით კმაყოფილია

ნატოს სამიტიდან  მიღებულ გზავნილებს ოპოზიცია და ხელისუფლება განსხვავებულად აფასებენ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ხალხს არასწორი მოლოდინები შეუქმნა და არც პარტნიორებთან იმუშავა იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასულიყო.

ნატოს კომუნიკეში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მაპი არის ინსტრუმენტი, რომელიც ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს სჭირდება. კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ მთავარი შეცდომა მთავრობამ სწორედ მაპთან მიმართებაში დაუშვა, როდესაც ამტკიცებდა, რომ მის გარეშეც შეძლებდა ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას.

„ქართული ოცნება“ კი სამიტის შედეგებით კმაყოფილია, რადგან უმრავლესობა ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებისგან რაიმე განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა. ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ჩაიწერა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პირველი სამიტია, როდესაც ქვეყანა ხელცარიელი ბრუნდება, რადგან ბუქარესტის სამიტის შემდეგ მუდმივად ხდებოდა სხვა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების შეთავაზება.

ნატოს კომუნიკეში ახალი ის წერია, რომ 2019 წელს ალიანსი საქართველოში ერთობლივ წვრთნას ჩაატარებს, ეს იქნება პირველი ყველაზე მასშტაბური სწავლება, რომელსაც უშუალოდ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა ჩაატარებს.

დღის ამბები