საქართველოში უძრავ ქონებას უცხოელებიდან ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთი 53%-ით პირველ ადგილზეა, მას 11-ჯერ უკრაინა ჩამორჩება, რომლის მოქალაქეების მხოლოდ 5% იძენს ქონებას საქართველოში. 5 პროცენტით შემდეგ პოზიციებს იკავებენ აზერბაიჯანი და სომხეთი. კვლევიდან ირკვევა, რომ ირანის, ერაყისა და თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების 2% მოდის.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ყიდულობენ როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს. 4 წლის მონაცემებით, ჯამში მათ სახელზე სულ 34 ათასზე მეტი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. აქედან ყველაზე ხშირად რუსული ინტერესის სფერო კერძო სახლები და ბინებია.
ირკვევა , რომ ყველაზე ხშირად უცხოელები საკუთრებას ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონებში ყიდულობენ.
უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების აზრით, რუსეთის მოქალაქეების ფულს უკვე კარგად ნაცადი მეთოდით საქართველოში ათეთრებენ და უძრავი ქონების შეძენის შესყიდვაც ამან გამოიწვია. ანალიტიკოსების თქმით, სახელმწიფომ რუსული ფულის გასაკონტროლებლად დამატებითი მექანიზმები უნდა შექმნას.
პოლიტოლოგები უძრავი ქონების ბაზარზე მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეების მზარდ ინტერესს პოტენციურ საფრთხედ განიხილავენ.
ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, თეა ვაშალომიძე.