20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ტრამპი-პუტინის შეხვედრა - ყოფილი დიპლომატები და ექსპერტები აშშ-ს პრეზიდენტს საქართველოს საკითხის წამოწევას ურჩევენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები საქართველოში, დონალდ ტრამპს მიმართავენ.

კენ იალოვეცი, დენის კორბოი და ბილ კორტნი პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს საქართველოს საკითხიც განიხილოს. ყოფილი დიპლომატები და ექსპერტები ნატოს სამიტის შედეგებსაც აფასებენ.

„მართალია, კომუნიკეში წევრობის სამოქმედო გეგმა ახსენეს. ტრადიციულად, ქვეყანა ჯერ მაპს იღებს და მხოლოდ შემდეგ წევრობას. თუმცა, საქართველომ 10 წლის წინ მიიღო ეს ურთიერთობა და ვფიქრობ, არ არის სავალდებულო, წევრობისთვის სამოქმედო გეგმა გაიაროს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმაც განაცხადა, შესაბამისი დრო ჯერ არ დამდგარა. როდესაც ამის დრო იქნება, ეს შეიძლება გაკეთდეს მაპის გარეშეც, თუკი მოკავშირეები ამას გადაწყვეტენ“- აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი.

ალიანსის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს, თუმცა ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ რუსეთის პრობლემაზე და მოსკოვის მიმართ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკაზე არაერთი საკითხია დამოკიდებული.

ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რუსეთთან პოლიტიკის თაობაზე, თავად ამერიკის ადმინისტრაციაში აზრი გაყოფილია. ამას ემატება ნაკლები სოლიდარობა საქართველოს შეყვანაზე ალიანსის წევრებს შორის და ბოლოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაწყებული დავებიც.

„ძირითადად, საკითხიდან მთელი ყურადღების გადატანა მოხდა და გაფართოების თემა დღის წესრიგში გამორჩეული არ ყოფილა. ყველაფერი დაფუძნებული იყო დავაზე, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს. თუ გადახედავთ კომუნიკეს, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. საქართველოს შეყვანა ნატოში, შეერთებული შტატების ძლიერ საპრეზიდენტო ლიდერობას საჭიროებს. ისეთივე მიდგომებით, რომელიც ამ დღეებში ჰქონდა პრეზიდენტს ხარჯებთან დაკავშირებით, უნდა იმოქმედოს მან საქართველოს საკითხთან დაკავშირებითაც. უნდა უჩვენოს, ამერიკის ძლიერი ლიდერობა და წარმატება მიღწეული იქნება, თუმცა ჯერჯერობით ყურადღება აშკარად ხარჯვის საკითხზეა გადატანილი”- ამბობს რიჩარდ უეითზი.

ექსპერტები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფინეთში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტთან აუცილებლად უნდა წამოჭრას საქართველოს საკითხი და ფიქრობენ, რომ ეს ასეც იქნება.

“დაჟინებით მოვუწოდეთ პრეზიდენტს, გაამახვილოს ყურადღება რუსეთის კონფლიქტებზე, მის მტრულ დამოკიდებულებაზე და აგრესიაზე უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ,”-აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ფინეთში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც მიემგზავრება. მას შეხვედრა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან ექნება.

​​

დღის ამბები