ანგელა მერკელის შემდეგ დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე ტერეზა მეი გახდა.
ბრიტანეთში ვიზიტის ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გაზეთ სანს და პრემიერ-მინისტრის ბრექსიტის გეგმა დაიწუნა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, თუ ეს სტრატეგია განხორციელდა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აღარ შედგება და ამერიკას, ბრიტანეთის ნაცვლად, ევროკავშირთან მოუწევს გარიგების დადება.
დონალდ ტრამპის თქმით, მან თავის დროზე მეის რჩევა მისცა, როგორ უნდა გასულიყო ბრიტანეთი ევროკავშირიდან, თუმცა, პრემიერმა მისი რეკომენდაციები არ გაიზიარა.
ინტერვიუში პრეზიდენტი ბრიტანეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბორის ჯონსონი კარგი პრემიერი იქნებოდა.
ტრამპი ლონდონში გუშინ ჩავიდა. ტერეზა მეიმმ პრეზიდენტსა და პირველ ლედის ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.