20 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა - ეკონონიკის მინისტრობის კანდიდატი

„სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთაში სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, დეპუტატებთან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების მისამართით ისმოდა, ერთ-ერთი კითხვა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა. 

„ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მე შეხვედრილი ვარ, სადღაც, 2007 წელს. შეიძლება გახსოვთ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების რაღაც კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში მახსოვს, ჩამოსული ვიყავი. რაღაც კრიზისი იყო, ხომ გახსოვთ. მერე მახსოვს ძაან კარგად, მცხეთაში წავედით, სალობიეში და ეს ძაან კარგად დამამახსოვრდა. კარგი იყო, რაა,” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები