გერმანიის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონ იგზემინერში გამოქვეყნებულ წერილში ეხმაურება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ ტრამპი მართალია, რადგან გერმანია რუსეთთან თავს ნამდვილად მყუდროდ გრძნობს.
სააკაშვილის შეფასებით, რუსულ გერმანული ენერგოგარიგებები და მათი გავლენა ამერიკის მოკავშირე ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის, დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ ანგელა მერკელმა პუტინის პოლიტიკის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა და ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის სანქციებსაც მხარი დაუჭირა, თუმცა, სააკაშვილის აზრით, გერმანია მაინც ორმაგ თამაშს თამაშობს და საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიყიდვის დაბლოკვით გამუდმებით ემსახურება კრემლის ინტერესებს.
სააკაშვილის შეფასებით კი ტრამპმა, პირიქით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების ნებართვა გასცა.