იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხი ამ მთავარ პოლიტიკურ კითხვაზე ძალიან მალე გახდება ცნობილი.
მმართველი პარტიიდან მედიაში კულუარულმა ინფორმაციამ გაჟონა, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, მას მხარს ქართული ოცნება დაუჭერს და საკუთარ კანდიდატურას კონკურენტად აღარ დაასახელებს.
საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო წარდგენას მმართველ პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
კურიერის ინფორმაციით, კანდიდატობის ინიციტივით, ბიძინა ივანიშვილს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავად მიმართა.
გასათვალისწიენებელია, რომ სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს და საფრანგეთის. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით კი, ორმაგ მოქალაქეს ქვეყნის პრეზდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არა აქვს.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ქართულმა ოცნებამ კანდიდატი გუნდის გარეთ მოძებნოს. მათი შეფასებით, მმართველ პარტიაში კრიზისია და კანდიდატის ძებნა გუნდის და საზღვრებს გარეთაც უწევთ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილებაა.
ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო კანდიდატის წარსადგენად ვადა ივლისის ბოლომდე აქვს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი