20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
პარლამენტი დღეს სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას  “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობას“ დაამტკიცებს. 

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება.

ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია, საიდანაც ახალი მხოლოდ სამი მინისტრობის კანდიდატია - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების.

 

 

დღის ამბები