20 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
დაისვა შეკითხვები დეოკუპაციასთან დაკავშირებით - არჩილ თალაკვაძე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე

10 სამინისტრო და ერთი უპორტფელო მინისტრი - სამთავრობო გუნდთან შეხვედრები პარლამენტში გუშინ გვიან ღამით დასრულდა. ოპოზიციური ფრაქციების შემდეგ, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.

მმართველი გუნდი პრემიერის მცირე მთავრობის კონცეფციით და მთავრობის შემადგენლობით კმაყოფილია და სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ შეხვედრაზე კითხვები დეოკუპაციის საკითხსაც შეეხებოდა. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე იმსჯელეს.

„ჩვენი გუნდის მხრიდან დაისვა შეკითხვები დეოკუპაციასთან დაკავშირებით, დაისვა შეკითხვები მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე, ასევე იყო საუბარი გარემოს დაცვით საკითხებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა დღეს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები