ევროპული საქართველო მთავარი პროკურორის კანდიდატურის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები მოითხოვენ, რომ საკანონდებლო ორგანომ პროკურორობის კანდიდატი პროცედურის დაცვით დაამტკიცოს, რადგან, მათივე შეფასებით, ახალი კანდიდატურა შერჩევის ნაცვლად ხელისუფლების მიერ უკვე დანიშნულია.
„მიგვაჩნია, რომ კვირას არ უნდა გაიმართოს მთავარი პროკურორის მოსმენა, ეს მოსმენა უნდა გაიმართოს უმცირესობასთან შეხვედრა ოთხშაბათს. მანამდე შეუძლიათ, ჩაატარონ კომიტეტი, ხოლო ხუთშაბათს შეიძლება, ჩატარდეს უკვე ისედაც დანიშნულ პლენარულ სესიაზე მისი დამტკიცება, რაც ასე ძალიან უნდა ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.