20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბარიერი არ იქნება - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

"ოკუპირებული ტერიტორიები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბარიერი არ იქნება," - ამის შესახებ ბრუსელის სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როზარია პულისი ამბობს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება თავად ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის მიპატიჟება კარგი სიგნალია საქართველოსთვის, რომ ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.

დღის ამბები