პერფორმანსი პარლამენტის წინ - პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ, პარლამენტთან „პანაშვიდი“ ჩაატარა.
გოგი წულაიას თქმით, დღეს, მას შემდეგ, რაც მთავრობას დაამტკიცებენ, საქართველოს პარლამენტარიზმი დასამარდება.
„დღევანდელი პარლამენტი არის უკვე საბოლოო დასამარება ქართული პარლამენტარიზმის, დღევანდელი პარლამენტი ეს არის ბოლო ლურსმნის დაჭედება ხელისუფლებაზე, რომელსაც საპარლამენტო ხელისუფლება ჰქვია და აი, ამით გამოვხატე ზუსტად ის, რაც დღეს განვითარდება აქ და არადა გპირდებით წინასწარ განვითარდება ასე - იქნება ტაში, ხანგრძლივი ტაში, მქუხარე ტაში და ბოლოს იქნება ოვაციაში გადაზრდილი ტაში, რაც ხდებოდა "სკ-პკ" ყრილობებზე, მე-20, მე-19, მე-12 თუ მე-13-ზე. აი, ეს იქნება დღეს და ამით დაასამარებენ საბოლოოდ, პარლამენტარიზმს საქართველოში, მაგრამ მე მათ ვპირდები, მალე დასამარდებიან, როგორც პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.
ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ უჭერს და კრიტიკულად აფასებს მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დარჩენას.